воскресенье, 10 июня 2012 г.

მოდას აყოლილი თინეიჯერები


ზოგჯერ ახალგაზრდები მოდის გამო თმობენ საკუთარი ცხოვრების სტილს და უერთდებიან ისეთს,რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია,ზოგიერთი ამას პროტესტის ნიშნად აკეთებს,ზოგსაც უბრალოდ სიამოვნებს,რომ სხვების ყურადგღების ეპიცენტრში არიან,სხვებს კიდევ,არ შეუძლიათ ახსნან თავიანთი და უბრალოდ ბაძავენ.
თუმცა,ძირითადად თავს ამით იმართლებენ:
  1. რითი ვართ სხვებზე ნაკლები.
  2. რატომ უნდა შეგვიზღუდოს ვინმემ თავისუფლება.
  3. რატომ უნდა იყოს სხვა ჩემზე მეტი,ან რითი.
  4. პროტესტის გამოხატვის ფორმა.
  5. ბაძავენ ამა თუ იმ მიმდინარეობას,თუმცა არ იციან რატომ…
პანკი
პანკი ნიშნავს ნარჩენებს(ინგლისში მათ ნაძირლებას უწოდებენ) იგი სათავე 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. იგი გამოიხატება დამახასიათებელი განსხვავებულობით,რომელიც ვლინდება სიყვარულში ჩქარი მუსიკისადმი (პანკ-როკი) და თავისუფლებისადმი.იყო შემთხვევები,როდესაც,პანკ ჯგუფის კონცერტის შემდეგ,რამდენიმე ადამიანმა თავი მოიკლა,მათი სიმრერის ტექსტები,სწორედ თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა მსმენელებს. ასევე გამოხატავს პროტესტს: კონსერვარიზმის, ნაციონალიზმის, რადიკალური კაპიტალიზმის ანტირასიზმის და ანტიფაშიზმის იდეალების წინააღმდეგ.
ალბათ,არავისთვის იქნება გასაკვირი,რომ მათი ჩაცმის სტილი განსხვავებული იყოს, ზოგ ახალგაზრდა პანკებს უყვართ საზოგადოების შოკირება ანტიკონსერვატული გარეგნობით. მაგრამ აქვე უნდა აღvნიშნოთ რომ დანარჩენი პანკებისათვის გარეგნობა მეორეხარისხოვანია. პირველად ინგლისელმა დიზაინერმა ვივიენ ვისტვუდმა შემოიტანა პანკებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ატრიბუტიკა მოდის ინდუსტრიაში.მათი დამახასიათებელი ჩაცმულობაა: თავისუფალი სტილის მაისურები,(უმეტესად შავი ფერის) ქურთუკebი, ჯინსები, კეტები, ბოტასები, ან მძიმე ჩექმები. ტანსაცმელი ხშირად დასვრილი ან გახეულია ასევე შეიძლება დატვირთული იყოს,პროვოკაციული პროკლამაციებით.
ჩაცმულობასთან ერთად,ვარცხნილობაშიც განსაკუთრებულნი არიან,ძირითადად ატარებენ კაშკაშა ფeრად შეRებილ თმებს და
ასიმეტრიულ ვარცხნილობებს.
Punk-rock-ი მუსიკის ცალკე მიმართულებად ყალიბდება 70-იან წლებში,ამერიკაში,ხოლო შემდგeმ ვრცელდება დიდi სოციალური პროტესტი და მუსიკალური შეუსაბამობა,მაშინდელი როკის ფორმებისთვიs დამახასიათებელია: შესრულების ჩქარი ტემპი, უბრალო აკომპანიმენტი, და სიმღერის აგრესიული მანერა.
გოთები
70 იანი წლების მიწურულს ინგლისში პანკის ეპოქა დასრულდა და მან აბსოლუტურად სხვა ფორმა მიიღო თავდაპირველად მას პოსტ პანკად მოიხსენიებდნენ, სულ მალე გოთიკა საერთოდ გამოეყო პანკს და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მიმდინარეობა, პირველი გოთიკ როკ ჯგუფები იყვნენSisters of Mercy, Fields of the Nephilim, The Mission და სხვა.
გოთები იყოფა 11 სახეობად,ესენია:
  1. Perky Goth
  2. Antiquity Goth, Renaissance Goth, Romantic Goth, Victorian Goth
  3. Corporate Slave Goth
  4. Cyber Goth, Darkwave
  5. Glitter Goth, Fairy Goth
  6. Gypsy Goth, Hippie Goth
  7. Fetish Goth
  8. Punk Goth, Post-Punk, Dark Punks
  9. Western Goth
  10. Tribal Goth
  11. Vampyre Goth
გოთები ვერ იქნებიან სხვების მსგავსი,მათ თავიანთი დამახასიათებელი ჩვევა აქვთ,ზოგიერტი მათგანი,”უცხო თვალისთვის” მიუღებელი და გამაღიანებელიც კი იქნება(ზოგიერთი გოთებს,ვამპირებად მოიხსენიებს,რადგან მათ უყვართ სიბნელე და ყველაფერი ბნელი),შევეცდები ჩამოვთვალო es თვისებები,(იქნებ,თქვენც აღმოაჩინოთ გოთი საკუთარ თავში):
1.ატარებს შავ ტანისამოსს
2.იკეთებს პირსინგს ან ტატუს
3.ჩაიკეტა თავის თავში
4.დროiს დიდ ნაწილს მარტოობაში ატარებს
5.ცუდად იქცევა სკოლაში
6.უსმენს მუსიკას მაღალ ხმაზე
7.ბევრი გოთი ადანაშაულებს თავის მშობელს “შპიონაჟში“
8.ძინავს და ჭამენ ან ძალიან ცოტა ან პირიქით დიდხანს
9.იყენებს ახალშობილის სისხლს ეკლესიებში და სკოლებში პენტოგრამის დასახატათ
10.ჭამს გოთურ საჭმელს,როგორიცაა შოკოლადი და სხვა მუქი ფერის საკვები
11.ამბობენ ” მე გოთი ვარ” და ატარებს ნიშანს,იგივე წარწერით
იქცევა უცნაურად და აგრესიულად.
პირსინგი სწორედ გოთების სუბკულტურაში წარმოიშვა,თავდაპირველად ის თვითნაკეთი ფორმის იყო და მას სახელდახელოდ აკეთებდნენ,თუმცა დღეს უკვე ნებიოსმიერს შეუძლია ტატუs სალონში გაკეთება, ასევე გოთების შემოღებულია ტყავის სპეციფიური სამაჯურები, შარვლები, და სხვა აქსესუარი, ტანისამოსი რომელსაც მხოლოდ გოთები ატარებენ.
ემო
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპადა და ამერიკაში . ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა.იგი არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს,ასევე,არ შეიძლება გსურდეს და გახდე ემო,მხოლოდ “იმიჯის” შეცვლით,არამედ ეს შენი ხასიათიდან უნდა მოდიოდეს,რადგან ემოები დეპრესიულები არიან,რასაც,aალბათ,დამეთანხმებით,რომ, “ხელოვნურად” ვერ შეიძენთ(დეპრესიულობას ვგულისხმობ).
ემოების ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია,ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი დეპრესიულობის, ღია კი პირიქით – პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.
ემო,ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა
ძლიერი ემოციურობით,როგორც ინსტრუმენტალური კუთხით,ასევე
ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა
დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება
კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ
ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის
მრავალფეროვნებას.
მიუხედავად იმისა რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა, უკვე ფაქტიურად ორად გაიყო. ერთი ნაწილი თავს თრუ ემოს უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია, რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას. ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე.
ლევან ჯგერენაია
Emo Girl
Emo Girl

Комментариев нет:

Отправить комментарий